ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე „ჭაჭის კოშკი“ 2012 წელს გაიხსნა. მასზე ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ჭაჭის კოშკიდან ქალაქის სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონზე ჭაჭა პერიოდულად, დღეში 5 წუთის განმავლობაში გადმოედინებოდა და ის ტურისტებში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა.
“ჭაჭა თაუერი” 3 წლის წინ ბათუმის მერიის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადავიდა, სადაც თაუერის ჭაჭის მუზეუმად გადაკეთებას გეგმავდნენ, თუმცა შემდგომ სააგენტო გაუქმდა და ობიექტის კონცეპტუალური ცვლილებაც ამ დრომდე არ მომხდარა.
თაუერიდან ამ დროისთვის ჭაჭა აღარ გადმოდის და ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარე ობიექტი უფუნქციოდაა დარჩენილი.
როგორც ბათუმის მერიაში განგვიცხადეს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის რა ფუნქციას შეიძენს სამომავლოდ ჭაჭის კოშკი, თუმცა ამბობენ, რომ სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და პარკის მოწყობაა დაგეგმილი.
ჩაუტარდება თუ არა რეაბილიტაცია კოშკს და რა ფუნქციას შეიძენს ის სამომავლოდ, ეს საკითხი კვლავ უპასუხოდ რჩება.
ბათუმში “ჭაჭის თაუერი” 2012 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა. კოშკს გარს ოთხი შადრევანი აკრავს. ჭაჭის კოშკის სიმაღლე მთლიანობაში 25 მეტრს შეადგენს.
bm.ge