ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ძველ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
10 ოქტომბერი, 2017

ბათუმის ძველ ბულვარში საფეხმავლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მოედნიდან პლაჟზე ასასვლელ ქუჩებზე ამორტიზებული ფილების აყრა, დეკორატიული ბეტონის ფილებისა და ბაზალტის ბორდიურების მოწყობაა დაგეგმილიი.

კაპიტალური სამუშაოების ფარგლებში, ფილების ძველი საფარის დემონტაჟი ხორციელდება, რის შემდეგაც 5325 კვადრატული მეტრის მოცულობის სასეირნო ბილიკზე ბეტონის დეკორატიული რომბისებური ფორმის ფილები დაიგება და ახალი ბორდიურები მოეწყობა.

პროექტის განხორციელება 5 ოქტომბერს დაიწყო და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი„ აწარმოებს, რისთვისაც სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ბიუჯეტიდან 409 490 – ლარია გამოყოფილი.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.