ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ესტაკადა ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება
27 ივნისი, 2018

ბათუმის ესტაკადაზე ასფალტის საფარი დაგება დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელზე სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე მოასფალტებულია 400 მეტრომდე მონაკვეთი.

ბათუმის მხარეს ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ესტაკადა ივლისის დასაწყისში გაიხსნება და მასზე საავტომობილო მიმოსვლა დაიწყება.

ესტაკადის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობისთვის საჭირო განათება დამონტაჟდა, მოეწყო სანიაღვრე არხები, მიმდინარე პროცესშია ქვეითთა სავალი ზოლის მოწყობა და ფრანგული კედლის გადახურვა.

აჭარის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ბათუმის ესტაკადა მნიშვნელოვანია ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებაში, რაც ხელ შეუწყობს რეგიონის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.