ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
09 მაისი, 2018

ბათუმის ესტაკადის პროექტის სამუშაოები ახალ ეტაპზე გადავიდა. აჭარის მთავრობის ცნობით, მშენებლობა 24 სათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დასკვნითი ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. 

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს.

ამ ეტაპზე უშუალოდ ესტაკადას ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ბურჯებზე ე.წ კოჭების, იგივე ხიდის მალების დალაგებას მოიცავს.

პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს  ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ გააცნო. პროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

ესტაკადის სამშენებლო პროცესში დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ბიუჯეტი  15 297 410 ლარია, ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი, ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.