ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ესტაკადის მშენებლობის დასრულება 2018 წლის სექტემბერში იგეგმება
07 მარტი, 2018

ბათუმის ესტაკადის მშენებლობის დასრულება 2018 წლის სექტემბერში იგეგმება. ამ დროისთვის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ცნობით, სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა.

პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება. გზის 500 მეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, მეორე ნაწილი კი მაისში დასრულდება.

პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრება ივლისისთვისაა დაგეგმილი.

ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი 15 297 410 ლარია. მთლიანობაში ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრია, სიგრძე - 800 მეტრი.

პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.