ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის მერიაში ცენტრალური პარკის ''კომერციალიზაციის'' პროექტზე მუშაობენ
16 მარტი, 2018

ბათუმის მერიაში, ცენტრალური პარკის ''კომერციალიზაციის'' პროექტზე მუშაობენ.

მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პარკის შემოსავლები უდნა გაიზარდოს და ტურისტებისა და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს. "იდეაფიქსი არაა კაფეების გაკეთება, იდეაა ხალხის მოზიდვა პარკში" - აცხადებს მერი „აჭარის ტელევიზიასთან“.

რატომ გახდა აუცილებელი პარკის ფუნქციის შეცვლა და მისი კომერციული ინტერესებით დატვირთვა? მერი პასუხობს, რომ სხვა ინტერესებთან ერთად მერს აქვს ვალდებულება ქალაქის შემოსავლების გაზრდით კუთხით პრაგმატულად იაზროვნოს.

მისივე თქმით, ბათუმის პარკში ატრაქციონების შენახვა მუნიციპალიტეტს 350 ათასი ლარი უჯდება და არ არის შემოსავლიანი.

„გავიტანეთ ატრაქციონები იჯარით, მას კერძო სექტორი ჩაიბარებს და 350 ათასი დახარჯვის ნაცვლად, პარკს, შესაძლოა, მოგებაც ჰქონდეს. რაც შეეხება ზოოპარკს, ვფიქრობთ გადავიტანოთ ზოოპარკი სხვაგან შესაბამისი ინფრასტრუქტურით, პარკში კი დაიდგას სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის კაფეებიც”, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ პარკში კორპუსები არ აშენდება და არანაირ მშენებლობაზე არ მიდის საუბარი. „უფრო მეტიც, გვაქვს ინიციატივა, ტბას, რომელსაც არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს" - ამბობს ლაშა კომახიძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.