ბათუმში პირველი აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო ბარათებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად ამ დროიდან ქაღალდის საბილეთო სისტემა გაუქმდება.
სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.
ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXSPRESS CARD, SOLO, VISA ELECTRON, ARMY და სხვა.
www.travelingeorgia.ge