ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ნაწილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი ამოქმედდა
22 მარტი, 2018

ბათუმში პარკირებაზე გარკვეულ ტერიტორიებზე საათობრივი გადასახადი დაწესდა, გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ უკვე მიიღო.

კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი პარკომეტრით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილად განისაზღვრა და იქ პარკირების საათობრივი გადასახადი დადგინდა. 

პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით განისაზღვრა: 1 საათი – 1 ლარი; ყოველი შემდეგი 1 საათი – 1 ლარი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.