ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2020 წელს ბათუმს UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ექნება
22 იანვარი, 2018

ბათუმში 100 მლნ ლარად შეფასებული საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო.

UEFA-ს  IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. 

სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.სტადიონი არქიტექტურული მემბრანით გადაიხურება. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. 

შეხვედრების ტიპის მიხედვით სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. 

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP.

სტადიონის მშენებლობაზე 500 ადამიანი დასაქმდება. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.