"ბათუმის შემოვლით გზაზე, სადაც პროექტის ფიზიკური პროგრესი არის 83%, მომდევნო წელს დასრულდება,"-ამის შესახებ რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
რაც შეეხება გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთს, მისი ინფორმაციით, 5 კმ-ზე მოძრაობა 2022 წელს გაიხსნა, ხოლო წელს გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება. 3 კმ-იანი გზის მონაკვეთი კი მომავალ წელს დასრულდება.
"რიკოთის გზის პროექტის განხორციელებისას დაცული საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი, უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური რესურსი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც,"- ამის შესახებ რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გავხსენით რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის, 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი ხევი-შორაპნის მონაკვეთი, რელიეფიდან გამომდინარე ყველაზე გამომწვევი იყო, რომელზეც 65 ხიდი და 38 გვირაბია აშენებული. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე რიკოთის მთელი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67% აშენებულია. ახალი 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის მონაკვეთის მანძილი და 25 წუთით შემცირდა გადაადგილების დრო.
"საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 261 კმ უკვე გახსნილია და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კმ-ზე, კერძოდ:ოსიაური-ჩუმათელეთის; ჩუმათელეთი-ხევის; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე; სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 ლოტზე, პირველ ლოტზე კი, მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა ხიდის აღდგენის მიზნით,"- განაცხადა, ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რიკოთის გზის უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზის პროექტირებაზე, წინასაპროექტო კვლევებზე, მშენებლობასა და ხარისხის ზედამხედველობაზე იმუშავეს და დღესაც მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების უცხოური და ადგილობრივი კომპანიები, ასევე ასობით უცხოელი და ქართველი სპეციალისტი მუშაობს. მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, ამერიკული, იტალიური, თურქული და ქართული კომპანიებიდან, ხოლო ზედამხედველობაში ჩართულია 146 უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტი. საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას განაპირობებს.
"როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე ვსაუბრობთ, უმნშვნელოვანესია შუა დერეფანი ვახსენოთ, რომლის აქტუალობაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომლის ფარგლებშიც 27 კმ -იანი მონაკვეთი გაიხსნა. მიმდინარე მშენებლობები უმნიშვნელოვანესია შემდგომი მიზმიდველობის გაზრდისა და პოტენციალის სრული გამოყენებისათვის,"-განაცხადა ქარსელაძემ.
პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან სპეციალური სივრცეები მოეწყობა, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.
სამუშაოები დარჩენილ 2 მონაკვეთზე ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისათვის, რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და 97 ხიდიდან აშენებულია 83 ხიდი. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე, მთლიანად რიკოთის პროექტი 2024 წელს დასრულდება.
business-partner.ge