ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ერთობლივად აფინანსებენ. ახალი 14 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი მოიცავს ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის აშენებას. ასევე, 19 სახიდე გადასასვლის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, ახალი ავტომაგისტრალი კი აჭარის საკურორტო ზონაში მოძრაობას განტვირთავს.
ზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთანადაფინანსებისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.
www.bm.ge