ბათუმის ბულვარში, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018 გაიმართა. ფესტივალი დატვირთული იყო როგორც კულინარიული, ისე თევზმოშენების, თევზის კვებითი ღირებულების, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებით და სხვა საინტერესო თემატიკით.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ავთანდილ მესხიძის თქმით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს ისტორიული თვალსაზრისით, სიმბოლური დატვირთვა აქვს. “ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, რადგან მეთევზეობა და აკვაკულტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.”
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ფერმერული მეურნეობები, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა.
www.travelingeorgia.ge