ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. ამასთან დაკავშირებით ბათუმში იმყოფებიან ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია.
კომისიის წევრები ბათუმში ორი დღის განმავლობაში დარჩებიან და ქალაქში არსებულ სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებენ.
ACES Europe-ი არაკომერციულ ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელში დაფუძნდა. ის ყოველწლიურად ახდენს ევროპული ქალაქებისთვის “ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“, “ევროპის სპორტის თემისა“ და “ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსების მინიჭებას.
www.travelingeorgia.ge