ბათუმში კიდევ ერთი ახალი, 5*-იანი სასტუმრო Best Western Premier-ი გაიხსნა.
სასტუმრო კომპლექსი ამერიკული საერთაშორისო ბრენდის Best Western Hotels & Resorts-ის ფრენჩაიზია.
სასტუმროში 14 მლნ ლარია ინვესტირებული.
104 ნომრიანი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2-სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრებისუზრუნველსაყოფად სასტუმრო აღჭურვილია 2 საკონფერენციო დარბაზით და ბიზნეს-ცენტრით. ამ ეტაპზე სასტუმროში დასაქმებულია 50 ადამიანი.
სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან, აკვა-პარკთან და იუსტიციის სახლთან მდებარეობს.
Best Western Hotels & Resorts-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელია. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
GBC