ბათუმში 100 მილიონიანი სასტუმრო-გასართობი კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება (ფოტო)
ავსტრიული კომპანიის ქართული შვილობილი „ჯი-აი-ემ-ჯი ბათუმში მსხვილ სასტუმრო-გასართობ კომპლექსს 2020 წლის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ „კომერსანტს„ კომპანიის დირექტორმა თემურ გამცემლიძემ „ექსკლუზიურად“ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის გარკვეული ნაწილი დასრულებულია და მისი ჩაბარება მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მისი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.პარალელურად, კომპანია სტრატეგიულ პარტნიორს ეძებს, რომელიც პროექტში შევა. „რამდენიმე ინვესტორთან მიდის მოლაპარაკება, თუმცა, არის პირობები რომელიც მათ არ აწყობთ და არის პირობები, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს.ეს პროცესია“-აღნიშნავს გამცემლიძე.
მისი განმარტებით, მხოლოდ გასართობი ცენტრი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.
გამცემლიძის თქმით, პროექტის მშენებლობა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.რაც შეეხება სასტუმროს ოპერატორს, თავდაპირველად პროექტში „კემპინსკის” შეყვანა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკება ჩაიშალა. ახლა „კემპინსკთან“ მოლაპარაკებების დაწყება ისევ იგეგმება. სასტუმროს ყველა ნომერი 2020 წლის ბოლოსთვის გაიხსნება.
„ჯი-აი-ემ- ჯი ბათუმში კომპლექსს 2011 წლიდან, 8 წელია აშენებს. სასტუმროს გარდა პროექტში გასართობი ცენტრები, კაზინოები, საგამოფენო, ბოულინგ, ფიტნეს და სპაცენტრები განთავსდება. აღნიშნული პროექტი „ჯი-აი-ემჯ-ისთვის“ პირველი პროექტია. ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.ამ ეტაპზე უნდა განხორციელებულია 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
Commersant.ge