ბათუმში Check in Georgia-ს ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება
ქართველი პიანისტის, UNESCO-ს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.
ფესტივალი ზღვისპირა ქალაქს 10 დღე უმასპინძლებს. ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირას“რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest 2-12 სექტემბერს იმართება. ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით ჩატარდება.
დაარსების დღიდან ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.
ბათუმის ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც წელს მეორეჯერ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი.
www.travelingeorgia.ge