ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობის დასრულება 2020 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.
ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა ბეტონის სამუშაოები. დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა. პარალელურად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს.
სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ასრულებს.
www.travelingeorgia.com