ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ქვაბულის ამოჭრის და ფუძის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო სტადიონის ტრიბუნების ტერიტორიის C ბლოკის არეალში საძირკვლის არმირება და ბეტონირება წარმოებს.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მშენებლობაზე დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის განცხადებით აღნიშნული ეტაპის სამუშაოები აპრილში დასრულდება.
უახლოეს პერიოდში მიწისზედა რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპი დაიწყება.
მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით სამშენებლო პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული.
სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.
სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP.
ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ასრულებს.
www.travelingeorgia.ge