ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება
17 ივლისი, 2017

საქართველოში რამდენიმე ახალი ბრენდი გამოჩნდება. ბრენდები Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრ გალერეა თბილისში იქნებიან წარმოდგენილი.

ცენტრი რუსთაველის გამზირზე შემოდგომაზე გაიხსნება და მთლიანობაში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. გალერეა თბილისის ცნობით, სავაჭრო ცენტრში ახალი კონცეფციით დაბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.

სავაჭრო ცენტრში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

გალერეა თბილისში საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით.
გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 მ²-ს შეადგენს.

მინუს ერთ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები. შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები.

სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს.

გალერია თბილისი იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი საქართველოში, რომელშიც განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი.

შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით.

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ შენობაში ინტეგრირებულია „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები და მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ განახლებული ფოიე, ამასთანავე, მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთი-ერთი წარმატებული პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.