ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ივლის
30 აგვისტო, 2018

ბათუმში ავტობუსების პარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე ქალაქში 1 სექტემბრიდან 15 ახალი ავტობუსი ივლის, წლის ბოლომდე კი ქალაქს 25 ავტობუსი შეემატება.

ახალი, ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა პირველ სექტემბერს, "ბათუმობასთან" დაკავშირებით, უფასო იქნება.

ავტობუსების შეძენა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.

„ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – „ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო.

ავტობუსები 60 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი სატრანსპორტო საშუალება, არსებულ ავტობუსებთან შედარებით, ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.

2019 წელს კი, ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა განხორციელდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.