ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა
28 დეკემბერი, 2017

ბათუმში, ევროპის მოედანზე ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული ღვინო და ყველი პროდუქციაა წარდგენილი.

გამოფენაზე სტუმრებს შსესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის პროდუქცია. 

საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.
ღვინისა და ყველის ფესტივალი 26 დეკემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. ფესტივალი „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა. 

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.