ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე მუშაობა დასრულებულია.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ტაძრის კედლების მხატვრობა დეტალურად შეისწავლეს. განისაზღვრა მხატვრობის ორიგინალი, შესრულების ტექნიკის მახასიათებლები და არსებული დაზიანების ტიპები.
მისივე თქმით, სამუშაოების ღირებულება 300 000 ლარია, თუმცა რეაბილიტაციას აფერხებს ტაძრის დაზიანებული სახურავი, საიდანაც წყალი ჩამოდის და კედლის მხატვრობას აზიანებს. პრობლემის მოგვარება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად იგეგმება.
www.travelingeorgia.ge