ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა
29 ივნისი, 2021

Mastercard ერთგულ მომხმარებლებს წელსაც ანებივრებს შეუფასებელი მომენტებით - 27 ივნისიდან სეზონის დასრულებამდე, სანაპირო ზონა ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ბათუმში გეგმავს.

პარტნიორ კომპანიებთან ერთად, Mastercard-ის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ განსაკუთრებული აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა:

• მთელი ზაფხულის განმავლობაში, სანაპიროზე გააქტიურებული იქნება Magticom-ის ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი, რომლის გამოყენებაც, თითოეული სტუმრისთვის უფასო იქნება;

• Mastercard-ის ბარათით გადახდისას, თითოეული სტუმარი მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას სანაპიროს სხვადასხვა სერვისებსა თუ პროდუქტებზე;

• Wolt კი, მთელი ბათუმის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისს შესთავაზებს იმ მომხმარებლებს, რომელებიც Mastercard-ის ბარათით გააფორმებენ შეკვეთას. რაღა თქმა უნდა, აქცია აქტიური იქნება Mastercard-ის სანაპირო ზონიდან შეკვეთის შემთხვევაშიც.

• დამატებით, Mastercard-ის თითოეული მომხმარებელი, ბათუმის სანაპიროზე ვიზიტისას McDonald’s -ის ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც Mastercard _ის ქართული, აგრეთვე უცხოეთში გამოცემული ბარათების მფლობელებს.

მსოფლიო პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა ბიზნესის ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი ტურიზმზე. თუმცა შიდა ტურიზმის გაძლიერების ფაქტი, ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, Mastercard–მა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თანამშრომლობა დაიწყეს და ინიციატივა გასული წელს გააცნეს საზოგადოებას: კოლაბორაციის ფარგლებში, მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შეთანხმების მიზანია ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივება, მათი რაოდენობის გაზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ზრდა და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.