ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში მერიოტის ბრენდის შეყვანა გადაწყდა
26 ნოემბერი, 2015

ბათუმში მშენებარე  „ალიანს პალასის" მიმართ მომხმარებელთა მხრიდან დიდი ინტერესია. როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ალიანსში" „კომერსანტს" განუცხადეს, ამ ეტაპზე გაყიდული ბინების რაოდენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერ გასცემენ, თუმცა გაყიდვები დამაკმაყოფილებელი ტემპით მიმდინარეობს და აპარტამენტების მიმართ ინტერესს როგორც ქართველი ისე უცხოელები გამოთქვამენ.

კომპანიის განმარტებითვე, კომპლექსში სასტუმროების ბრენდი „მერიოტის" შემოყვანა გადაწყდა . ხელშეკრულება რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მხოლოდ ამ ეტაპების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი დეტალებზე საუბარი. ალიანს პალასის დასრულება 2017 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

შენობა 38-სართულიანი იქნება, საიდანაც პირველ რვა სართულზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-აპარტამენტი, დანარჩენზე კი აპარტოტელის ტიპის ბინები განთავსდება. შენობაში 28-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ათასამდე ბინა განთავსდება, მათი ღირებულება კი 21 200 დოლარიდან 187 500 დოლარამდე იქნება.

ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია

commersant


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.