ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს
13 აგვისტო, 2018

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის  აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას.

ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, სიგანე 1,5 მეტრი.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება. 

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.