2-8 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი "ლირა" იუნესკოს პატრონაჟით ბათუმის რიგით მეხუთე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს ,,Batumi Music Fest''-ს გამართავს.
ელისო ბოლქვაძის მოწვევით ბათუმს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ეწვევიან. 7 სექტემბერს ასევე ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა.
commersant.ge