ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში საკრუიზო სერვისი ვითარდება - რა ღირს გემი „ბათუმის“ მომსახურება
09 აგვისტო, 2018

ბათუმში საკრუიზო სერვისი ვითარდება. ტურისტებს გემი „ბათუმი“ მრავალფეროვან სერვისს ჰპირდება.

გემი „ბათუმი“ კომპანია Adjara Boat-ის განკარგულებაშია და მის ბორტზე ერთდროულად 250 სტუმრის მომსახურებაა შესაძლებელი. გემი შავ ზღვაში, ბათუმი-მწვანე კონცხი-ბათუმის მარშრუტზე ოპერირებს.

„ბათუმი“ ერთადერთი სასეირნო გემია ბათუმში საკუთარი კლუბითა და რესტორნით. გემზე განთავსებული ქართული რესტორნის შეფ-მზარეული კი საქართველოს კულინართა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია. მენეჯმენტი აცხადებს, რომ გემზე შესაძლებელია სხვადასხვა ივენთების მოწყობაც.

სტუმრების 4 საათიანი გასეირნების ღირებულება 50 ლარია. გემი ბათუმის პორტიდან 16:00-დან 17:00-მდე პერიოდში გადის და უკან 20:00-დან 21:00-მდე ბრუნდება.

გემი „ბათუმის“ „მუსიკალურ სიმშვიდეზე“ კახაბერ ცისკარიძე („კახაბერი“) ზრუნავს. გემი „ბათუმი“ ღია პლატფორმაა ასევე სხვადასხვა შემსრულებლებისთვის. როგორც გემის მენეჯმენტი აცხადებს, კარგ და მზიან დღეებში „ბათუმი“ 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს. გემზე სტუმრობით ერთნაირადაა დაინტერესებული, როგორც უცხოელი ასევე ადგილობრივი ტურისტი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.