ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში საზოგადოებრივი კვების ობიექტი მოეწყობა
26 თებერვალი, 2018

ბათუმში საზოგადოებრივი კვების ობიექტის მოწყობაში 1,5 მლნ-ის ინვესტირება იგეგმება. აჭარის მთავრობა ამ მიზნით აუქციონზე გამოიტანა აბაშიძის ქ.N40-ში მდებარე 1128 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 664,8 კვ.მ შენობა-ნაგებობა.

აუქციონის პირობებით, გამარჯვებულმა შენობა-ნაგებობა 1 წელში უნდა გაარემონტოს.

უძრავი ქონების საწყისი ფასი 1,72 მლნ ლარია, ინვესტორმა პროექტის განხორციელებაში 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

საზოგადოებრივი კვების ობიექტში საქართველოს 25 მოქალაქე უნდა დასაქმდეს და პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ინვესტორს ეკრძალება საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლზე) რაიმე სამუშაოების ჩატარება (შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი ნებართვისა და გამყიდველის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) თანხმობის გარეშე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.