ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში, „სემირამიდას ბაღების“ კომპლექსის მშენებელი კომპანია ობიექტის გახსნის გადავადებას ითხოვს
27 ოქტომბერი, 2017

ბათუმში, „სემირამიდას ბაღების“ კომპლექსის მშენებელი აზერბაიჯანული კომპანია ობიექტის გახსნის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიამ აჭარის მთავრობას უკვე მიმართა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტის განმახორციელებელი აზერბაიჯანული კომპანია  „გლორია “  ექსპლოატაციაში მიღების ვადის გახანგრძლივებას 2018 წლის აპრილამდე ითხოვს. ავტომატურად, განიხილება ჯარიმისგან გათავისუფლებაც. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა და საკითხი განხილვაშია.

„კომპანიას მშენებლობა დასრულებული აქვს, განხორციელებული აქვს ინვესტიციის ნაწილი, რა ვალდებულებაც ჰქონდა“ - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, პროექტი 2010 წელს დაიწყო, „სემირამიდის ბაღები“ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა გახსნილიყო.  პროექტის მშენებელ კომპანია „მაფა-ში „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდნენ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდებოდა, საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. 

შეგახსენებთ, 2015 წლის მარტში მშენებელ კომპანია „მაფაში „კომერსანტთან“ აცხადებდნენ, რომ ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში, „სემირამიდას ბაღების“ კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა. „12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 154 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება“ - აცხადებდნენ 2015 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „მაფაში.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.