ბათუმში წელს ერთ-ერთი მსხვილი სასტუმრო კომპლექსი გაიხსნება. 159 ნომრიანი სასტუმროს (ყოფილი სემირამიდას ბაღები) გახსნა ბათუმში ზაფხულში იგეგმება.
შეგახსენებთ, 2015 წლის მარტში მშენებელ კომპანია „მაფაში" „კომერსანტთან" აცხადებდნენ, რომ
ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში, „სემირამიდას ბაღების" სასტუმრო კომპლექსი 5-ვარსკვლავიანი იქნება. მის მშენებლობაში დაახლოებით 35 მილიონი დოლარი იქნება ინვესტირებული.
სასტუმროში იქნება სამი საცურაო აუზი, სპა ცენტრი და კაზინო.
პროექტის განხორციელება 2010 წელს დაიწყო და მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. ამ ეტაპზე სასტუმროს წელს გახსნას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ადასტურებს.
www.travelingeorgia.ge