ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნება
18 თებერვალი, 2019

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნება. პროექტს დეველოპერული კომპანია “რედკო” ახორციელებს. 

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ 5- ვარსკვლაიანი სასტუმრო Le Meridien ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება. 

“ბათუმის პროექტი არის დასრულებული სამშენებლო თვალსაზრისით, იქ მიმდინარეობს სასტუმროს გახსნის სამუშაოები – შიდა მოწყობა, ავეჯის შეტანა და ა.შ.”,- აცხადებს კუნელაური. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 60 მილიონამდე დოლარია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.