ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
ბათუმში, სასტუმრო “შერატონი“, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას Expo Batumi Travel 2018 დღეიდან მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ათეულობით ქვეყნიდან მონაწილე. გამოფენის ორგანიზტორები ამბობენ, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება.
Expo Batumi Travel 2018-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები,სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობენ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენა 13 მაისამდე გასტანს.
გამოფენის ორგანიზატორია კომპანია GEONET EXPO, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანიაა დარეგიონში საერთაშორისო გამოფენების განვითარებას უწყობს ხელს.
www.travelingeorgia.ge