ბათუმში უნებართვო ვაჭრობებზე კონტროლი მკაცრდება. წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, მერიამ გარე მოვაჭრეები გააფრთხილა და საინფორმაციო ფურცლები გადასცა.
მერიის ცნობით, გარემოვაჭრეებს საშუალება აქვთ საქმიანობა გოგოლის #1-ში მდებარე სათანადოდ აღჭურვილ სავაჭრო ადგილებში გააგრძელონ. ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის
მერიაში განმარტავენ, რომ გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერას, დისკომფორტს უქმნის მოსახლეობასა და აფერხებს გზაზე გადაადგილებას
იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები მერიის მითითებებს არ დაემორჩლებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1522 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
www.travelingeorgia.ge