ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ხმაური ხმაურსაზომი აპარატებით გაიზომება - კონტროლი უკვე გამკაცრდა
03 ივლისი, 2018

1-ელი ივლისიდან ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბათუმის მერიის მუნიციპალური სევისების სააგენტო გამოავლენს და დააჯარიმებს.

✅ბათუმის მერიის ცნობით, მერიის სერვისების სააგენტოში უკვე შეიქმნა ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც 24 საათიან რეჟიმში, შსს-ს მიერ გადაცემული ხმაურსაზომი აპარატების მეშვეობით, ინსპექტირებას გაუწევენ აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს.

იმოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეატყობინონ მონიტორინგის ჯგუფს მიმდინარე სამართალდარღვევის შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: +995 598 85 15 20.

გაფრთხილების შემდეგ, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 1000 ლარით.

ხმაურის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების უფლება აქამდე საპატრულო პოლიციას გააჩნდა. დამრღვევი პირები გამოვლინდებიან და დაჯარიმდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსის 77/1 და 77/ 2 მუხლებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.