ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი აშენდება
28 დეკემბერი, 2017

ბათუმს ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი ექნება. დახურული სპორტული კომპლექსის პროექტის სავარაუდო ღირებულება 46 მლნ ლარია.

სპორტული კომპლექსი ლადო ასათიანის ქუჩაზე აშენდება. მისი ფართი 16 000 მ²-ია (ფართობი დაზუსტდება პროექტირებისას), მათ შორის ყინულის არენის - 10500 კვ.მ, საცურაო აუზის 5500 კვ.მ.

კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 

ყინულის არენა განკუთვნილი უნდა იყოს სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, მათ შორის ფიგურული სრიალი, ჰოკეი; ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალის, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების ჩასატარებლად.

საცურაო აუზი განკუთვნილი უნდა იყოს შეჯიბრებების ჩასატარებლად ცურვაში, წყალბურთში და მასობრივ ცურვაში, ტრიბუნებით 1000 დასაჯდომი ადგილი.

შენობა უნდა იყოს ენერგოეფექტური.

კომპლექსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობება უნდა ჰქონდეს. 

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.