ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხის კონსტრუქციის ადაპტირებული გადასასვლელები მონტაჟდება.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადასასვლელი ბილიკები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა და ეტლით მოსარგებლეთათვის.
ხის კონსტრუქციის ტრანსფორმირებადი ბილიკები ხუთ ლოკაციაზე მოეწყობა: დ. თავდადებულის და პ. მელიქიშვილის ქუჩების მოპირდაპირედ. დელფინარიუმის, სასტუმრო კოლიზეუმის და რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ.
www.travelingeorgia.ge