ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბახმაროში დასასვენებელი პარკი მოეწყობა
22 მარტი, 2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში, მცირე სკვერისა და დასასვენებელი პარკის მოწყობა იგეგმება.დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

შესყიდვის სავარუდო ღირებულება 1,28 მლნ-მდე ლარია.

პროექტის მიზანია ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნა.დასასვენებელი პარკი დაბა ბახმაროში არსებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სკვერი კი მართმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.