ახალი სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე“ იხსნება. როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს, “ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული კონცეფციით ბრუნდება.
„და აი ისიც!
სიხარულით გაუწყებთ, რომ ბაზარი ორბელიანზე განახლებული კონცეფციით ბრუნდება!
ერთი სული გვაქვს, მოგიპატიჟოთ სრულიად უნიკალურ და აქამდე არნახულ ადგილას, რომელიც თანამედროვე აგრარულ ბაზარს, მრავალფეროვანი რესტორნების სივრცესა და ტერასას გააერთიანებს.
ბაზარი ყოველდღიური სტუმრობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილი იქნება, სადაც ყოველ ჯერზე უნიკალურ პროდუქტებს აღმოაჩენ.
მისამართი: თბილისი, ვ. ვეკუას ქ. 3ა“, - წერია საცაჭრო ცენტრის “ბაზარი ორბელიანზე“ ფეისბუქ გვერდზე.
„ბაზარი ორბელიანზე“ თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარს და კვების ჰოლს გააერთიანებს.
commersant.ge