ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლე, გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს
11 ივლისი, 2022

8 ივლისიდან, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, საკუთარი კოლექციის გამოფენას - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“, მართავს.

გამოფენის სტუმრები გაეცნობიან XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების - ფრიდრიხ ფრიშის, გეორგ ტიმმის, ედუარდ ჰაუს, ფრანც კრიუგერის და ადალბერტ ვააგენის ნამუშევრებს. საგამოფენო სივრცეში გამოიფინება მათ მიერ შესრულებული კავკასიის პეიზაჟები, ტიპაჟები და მათი თვალით დანახული XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო.

ღონისძიებაზე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ კატალოგი - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“. კატალოგი გერმანელი მხატვრების იმ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დაცულია დადიანების მუზეუმში, ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოში კერძო კოლექციებში.

გამოფენა, 2022 წლის 8 ივლისს 17.00 საათზე გაიხსნა და 4 აგვისტომდე გასტანს.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.