ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაზისბანკთან პარტნიორობით "შატო ატენი" გაფართოვდა და ახალი კოტეჯები ააშენა
13 ივლისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, სოსო ვანიშვილი საკუთარ ვენახებსა და საოჯახო მარანს ფლობს. მეღვინეს ბავშვობიდან აკავშირებს ვაზის სიყვარული, რაც შემდგომ ბიზნესში გადაზარდა და ვენახების გაშენების შემდგომ, 2016 წლიდან შექმნა საოჯახო მარანი, დაიწყო მოწეული მოსავლის გადამუშავება და ბოთლში ჩამოსხმა.

ატენი ერთადერთი რეგისტრირებული ცქრიალა ღვინოა საქართველოში და დღესდღეობით რაიონში მას მხოლოდ შატო ატენი აწარმოებს. 2020 წელს კი შატო ატენმა საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.

ბიზნესის გაფართოების მიზნით და ვიზიტორთა მხრიდან დიდი მოთხოვნის შესაბამისად, მარნის ტერიტორიაზე საჭირო გახდა კოტეჯების მშენებლობა. 2023 წელს, ბაზისბანკთან პარტნიორობით შატო ატენის ტერიტორიაზე სამი ახალი კოტეჯი აშენდა, რაც მეღვინეს შესაძლებლობას აძლევს, კოტეჯებში განათავსოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრები.

„წლების განმავლობაში ჩვენი სტუმრებისგან იყო თხოვნა, რომ მათი სტუმრობა არ ყოფილიყო შემოფარგლული ერთი დღით და ჰქონოდათ შატოს ტერიტორიაზე დარჩენის შესაძლებლობა, აქედან წამოვიდა კოტეჯების მშენებლობის იდეა და ბაზისბანკთან თანამშრომლობით შევძელით ამ პროექტის განხორციელება. მინდა ავღნიშნო, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გვაქვს დიდი მოთხოვნა და ხანდახან ხდება ისიც, რომ თავისუფალი კოტეჯის არარსებობის შემთხვევაში, გვიწევს ვიზიტორებისთვის განთავსებაზე უარის თქმა. ბაზისბანკი არის ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორი და მასთან ერთად ვფიქრობ უფრო გავფართოვდეთ, დავამატოთ კოტეჯები და კიდევ  მეტ სტუმარს ვუმასპინძლოთ შატო ატენში.“ - შატო ატენის დამფუძნებელი, სოსო ვანიშვილი.

„ბაზისბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. შატო ატენის განვითარებისთვის და ახალი კოტეჯების მშენებლობისთვის, საჭირო გახდა ჩვენი ჩართულობა. ბიზნეს იდეას მივუდექით ინდივიდუალურად და ჩვენსა და მეღვინეს შორის პარტნიორობის ფარგლებში შატოს ტერიტორიაზე აშენდა სამი ახალი კოტეჯი.

წარმატებებს ვუსურვებ მეწარმეს და იმედი მაქვს კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენს რეგიონში,“ - ბაზისბანკის რეგიონალური მმართველი, გიგა ქოთუაშვილი.


ბაზისბანკის და შატო ატენის პარტნიორობის ისტორია

business-partner.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.