BBC-ის ჟურნალისტი: საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, შესანიშნავი ღვინით, ამინდით და გულწრფელი ხალხით
გადაღებები დაასრულეს. მსოფლიოში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს.
გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ საქართველოში Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით იმოგზაურეს. სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება.

გამგზავრების წინ ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდს და ჯეიმს მეის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. 2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ. Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს 500 მილიონი მაყურებელი ჰყავს. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ჯერემი კლარკსონს საქართველოში განსაკუთრებით მოეწონა კერძები და ღვინო: "საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, შესანიშნავი ღვინით, ამინდით და გულწრფელი ხალხით. მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენს ქვეყანაში, საქართველო ევროპის იდუმალებით მოცული მარგალიტია," - აცხადებს ჯერემი კლარკსონი. "ნებისმირი ქვეყნისთვის "ჯერემი კლარკსონის და მისი გუნდის სტუმრობა პრივილეგიად და ქვეყნის პრესტიჟად ითვლება.
Grand Tour-ის საქართველოში ჩაწერა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნისადმი დაინტერესებას, განსაკუთრებით კი ეს მნიშვნელოვანია ევროპული, ბრიტანული ტურისტული ბაზრის მოსაზიდად, რაც ძალიან დაეხმარება როგორც კერძო სექტორს, ასევე მთლიანად ქვეყანას." აცხადებს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.
www.travelingeorgia.ge