BBC ტაო-კლარჯეთზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, “ადგილი, სადაც კლდოვან ქედებს მწვანე ოაზისამდე მივყავართ”, თურქეთში მდებარეობს და ქართულმა სამეფომ ის მე-12-მე-13 საუკუნეების პერიოდში დაკარგა.
BBC წერს, რომ ტაო-კლარჯეთი ბაგრატიონების სამეფო ოჯახის მიერაა აშენებული და ის ქართული მონასტრების კომპლექსს აერთიანებს.”სამეფოს ოქროს წლებში ტაო-კლარჯეთი სამონასტრო ცენტრი იყო, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მართავდა. დღეს მისი ნარჩენები თურქული სოფლების საკუთრებაა, რომელიც Kackar-ის კლდეებშია მოქცეული და თურქეთი-საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს”, – ვკითხულობთ სტატიაში.
BBC-მ ასევე აღწერა კულტურული ძეგლები, შეაფასა არქიტექტურული ღირებულება და აღნიშნა, რომ მათი რეაბილიტაციის და აღდგენის ბედი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.