მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ახორციელებს.
შესრულებული სამუშაოების შუალედური ანგარიშის მიხედვით მოწყობილია არაინვენტარული ხის ხარაჩო. კოშკის შიდა ტერიტორია მოშანდაკდა მდინარის ბალასტით; კოშკის შიდა ტერიტორიაზე მოეწყო მიწატკეპნილი იატაკისთვის; არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოეწყო ანკერები; კედლების შიდა და გარე საპირე წყობა გადაეწყო კირის დუღაბზე შერჩეული რიყის ქვებით; გარე და შიდა წყობებს შორის მოეწყო რკინა-ბეტონის შემავსებლები; კედლის საკონსერვაციო შრე მოეწყო კირის დუღაბით.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კომპანია “სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოები მომავალშიც დაგეგმილია.
www.travelingeorgia.ge