ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ
24 თებერვალი, 2023

ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფსნიპრესი ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

ბელორუსის მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული ან საქმიანი მიზნებით შევლენ, ოკუპირებულ აფხაზეთში უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ 30 დღის განმავლობაში.

შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ე.წ  პრეზიდენტის ასლან ბჟანიას 2016 წლის 30 ივნისის ბრძანებულებაში „აფხაზეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლის დაწესების შესახებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსს აფხაზეთი განსაკუთრებით ტურისტული თვალსაზრისით აინტერესებს, რადგან მის ხალხს აფხაზეთის სანაპიროების მონახულება სურს.

„ჩვენს ხალხს ზღვის მონახულება უნდა. მე თქვენს სანაპიროებზე ვიმყოფებოდი. ჩვენ სულ იქ დავდიოდით - სოხუმში, ბათუმში, თბილისში და ა.შ. ჩვენი ხალხი ახლაც სტუმრობს ამ ქალაქებს. მაგრამ რატომღაც აფხაზეთი ამ ყველაფრისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა,“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.