ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბერთაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
24 ივლისი, 2018

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბერთაში (ძველი ოლიანქი) მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის ეზოშია მოქცეული. ეკლესია მცირე დარბაზულია. ნაგებია დამუშავებული მოწითალო ფერის ქვით. უაბსიდოა.

არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. მათგან დასავლეთის სარკმლის საპირე გარედან ოთხფურცელა ფორმისაა. გადახურულია ბერძნული კრამიტით. ეკლესია დგას წყაროზე.

ტაძრის ქვეშ და აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ტაძრის თანადროული აუზია მოწყობილი, რომელშიც კალმახები ბუდობენ. ტაძრის აღმოსავლეთი კედლის ძირში მცირე თაღია გაკეთებული, საიდანაც კალმახები ტაძრის ქვეშა აუზიდან ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ნაწილში გამოდიან.

მონასტერი გარდა ამ პატარა ტაძრისა მოიცავს უკანასკნელ პერიოდში აშენებულ ოთხ მოზრდილ სხვადასხვა ფუნქციის შენობებს. შემოზღუდულია გალავნით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.