ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Bina 24 - ლოკაცია შენი ივენთისთვის
18 იანვარი, 2024

განსაკუთრებული დღეები, იქნება ეს საყოველთაო დღესასწაულები, ქორწილი, ქორწილის წინა წვეულება, დაბადების დღე, კორპორატიული წვეულება თუ სხვა ნამდვილად იმსახურებენ აღნიშვნას. ასეთ დროს მთავარი მნიშვნელობა, ბუნებრივია, განწყობას ენიჭება, მაგრამ ამასთან ერთად არანაკლები დატვირთვა ლოკაციასაც აქვს. 

ამ სტატიაში სწორედ წვეულების ადგილმდებარეობის არჩევაზე ვისაუბრებთ. რადგან შენ შეგიძლია იქირაო ბინები დღიურად წვეულებისთვის, ან ესტუმრო რესტორანს, მეტიც შეგიძლია იქირაო ნებისმიერი სივრცე, რომელიც შენი წვეულების თემატიკას თუ მასშტაბებს შეესაბამება, მთავარია, ზუსტად განსაზღვრო, რა სახის ივენთს აწყობ და არჩევანი დიდია.

ნაბიჯი #1: 

განსაზღვრეთ თქვენი ღონისძიების მიზანი და თემა:

სანამ აირჩევ ბინები დღიურად გჭირდება წვეულებისთვის, რესტორანი თუ სხვა ლოკაცია,  მკაფიოდ განსაზღვრე შენი სპეციალური ღონისძიების მიზანი და თემა. როგორი უნდა იყოს შენი საღამო? ელეგანტური, საღამოს კაბებითა და ფრაკებით, უბრალოდ მეგობრები იკრიბებით და სივრცე გჭირდებათ, სადაც სუფრას მიუსხდებით და ისაუბრებთ, კარაოკეს იმღერებთ თუ სხვა?!

 იმის გარკვევა, თუ  რა არის შეხვედრის მიზანი, დაგეხმარებათ ადგილმდებარეობის არჩევაში. 

ანუ წვეულების დაგეგმვის პირველი ნაბიჯი არის იმ ატმოსფეროსა და გარემოს გონებაში ჩამოყალიბება, რომლის შექმნაც გსურთ. 

მაგალითად, თუ ცოტა დრო გაქვთ, არც დიდად მზარეულობა, ალაგება და დალაგება გიყვართ და მეგობრების შეკრებას გეგმავთ, ბუნებრივია, ისეთი ადგილი უნდა მოძებნოთ, სადაც მოგემსახურებიან. ეს შეიძლება იყოს რესტორანი, სასურველი სამზარეულოთი ან კაფე-ბარი, რომელიც აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნო. 

თუ კორპორატიულს აწყობთ კონკრეტული თემატიკით, მაგალითად, ქართული ტრადიციული სამოსით გსურთ იყვნენ სტუმრები წარმოდგენილი, გჭირდებათ დიდი დარბაზი, შეიძლება რესტორნის ან რომელიმე დიდი სივრცის. უბრალო სივრცის დაქირავებას რესტორნისგან განსხვავებით, დამატებითი სირთულე აქვს, ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ თავად მოაგვაროთ საკვების საკითხი, თუმცა ესეც არ არის დიდი პრობლემა. ქეითერინგის უამრავი კომპანია არსებობს და მათთან დაკავშირებით ამ გამოწვევასაც მარტივად დაძლევთ.

მაგრამ ხშირად მეგობრების შეკრებას უფრო შინაურული ატმოსფერო სჭირდება და ადამიანებს ერთად კერძებისა და ზოგადად საღამოს მზადება ართობთ და აბედნიერებთ, ასეთ შემთხვევაში, თქვენთვის შესაფერი ლოკაცია შეგიძლიათ მოძებნოთ საიტზე: www.bina24.ge , სადაც ძებნის ფანჯარაში უბრალოდ რამდენიმე ჯადოსნური სიტყვა უნდა ჩაწეროთ: ბინები დღიურად წვეულებისთვის. შედეგად საიტი შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი ფართისა და კეთილმოწყობის ადგილებს. მნიშვნელოვანია, იცოდეთ ბინას ეძებთ თუ სახლს. არჩევანი ორივე შემთხვევაში დიდია.

გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე:

ნაბიჯი #2:

დაადგინეთ სტუმრების რაოდენობა და სივრცის მოთხოვნები:

წინასწარ განსაზღვრეთ სტუმრების რაოდენობა, რომლებსაც ელოდებით, რადგან ამაზე უამრავი რამეა დამოკიდებული. აუცილებელია, დარწმუნდე, რომ იმ ადგილს, რომელიც აარჩიე წვეულებისთვის შეუძლია მიიღოს ამ რაოდენობით სტუმარი და ისინი აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ. 

ეს საკითხი ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში მნიშვნელოვანია: იქნება ეს რესტორანი, უბრალოდ სივრცე თუ ბინები დღიურად წვეულებისთვის. გარდა ფართის განსაზღვრისა, ამას სხვა დატვირთვაც აქვს, ბუნებრივია, თქვენ უნდა იცოდეთ, რამდენ ადამიანს უნდა უმასპინძლოთ, რომ განსაზღვროთ საკვების, ჭურჭლის, სასმლის, სკამების რაოდენობა. მოკლედ, ეს ის საკითხია, სადაც ადამიანთა რაოდენობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.

როცა დაგეგმილ წვეულებაზე ვსაუბრობთ და არა უბრალოდ მეგობრების შეკრებაზე, ხშირად მისი პროგრამა და სცენარი წინასწარ არის გაწერილი, ამიტომ, გირჩევთ, არ დაგავიწყდეთ, დაგეგმილი თამაშები თუ აქტივობები ლოკაციას შეუსაბამოთ. 

თუ ბინები დღიურად უნდა იქირაოთ და ისეთი თამაშები გაქვთ დაგეგმილი, რომელთაც სივრცე სჭირდება, მოგიწევთ, იქირაოთ ბინები დღიურად წვეულებისთვის ეზოთი. ამ შემთხვევაში ამინდიც გასათვალისწინებელია, მისი გაუარესების შემთხვევაში, თქვენს დღიურ ბინასა თუ სახლში უნდა იყოს საკმარისი ადგილი, რომ წვეულება არ ჩაიშალოს. 

გაითვალისწინეთ, რომ ბინების გაქირავება/დაქირავებისას ადამიანებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ. დამქირავებლის, ამ შემთხვევაში, თქვენს მოთხოვნებზე მეტ-ნაკლებად უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ გამქირავებლები ხშირად ზღუდავენ სტუმრების რაოდენობას, ხმაურს და ბევრ რაიმეს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ Bina24.ge-ზე მაშინ, როცა შენი არჩევანია ბინები დღიურად , გაქვს საშუალება პირდაპირი კომუნიკაცია გქონდეს მეპატრონესთან და შეათანხმო პირობები. 

წარმოიდგინეთ, რა რთული და უსიამოვნოა, როცა დაბადების დღე გაქვს ან წინასაქორწილო წვეულება და ნაქირავები ბინის მეპატრონე ყოველ წუთს გირეკავს და მუსიკის გათიშვას გთხოვს ან ბინის დაცლას, ამიტომ წინასწარი საუბარი, ყველაფრის შეთანხმება თავიდან აგაცილებთ ყველა გაუგებრობას და თქვენი წვეულება ნამდვილად დაუვიწყარი იქნება.

ნაბიჯი #3:

როცა გჭირდება ბინები დღიურად წვეულებისთვის წინასწარ განსაზღვრე რეალისტური ბიუჯეტი

ბინისთვის, რესტორნისა და უბრალოდ ფართის ქირაობისთვის რეალისტური ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ივენთის დაგეგმვისას ეს მნიშვნელოვანი ხარჯია, ამას ემატება საკვები, ჭურჭელი, დამატებითი აღჭურვილობა და ა.შ.. 

გახსოვდეთ, ბიუჯეტირება ნებისმიერი ღონისძიების, ივენთის თუ წვეულების მთავარი ჩონჩხია და ამას გვერდს ვერ აუხვალთ.

გადახედეთ ბაზრის ფასებს, იკითხეთ სანაცნობოში, რომელთაც ახლახანს ჰქონდათ დაახლოებით ისეთი ღონისძიება, როგორსაც თქვენ გეგმავთ და ისე შეარჩიეთ სამიზნე ბიუჯეტი.

ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ წვეულების ადგილი, იქნება ეს ბინები დღიურად წვეულებისთვის, რესტორანი თუ უბრალოდ სხვა ფართი, მდებარეობდეს ადვილად მისადგომ ადგილას, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს პარკინგის ადგილი, ადვილი იყოს მასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა და იქიდან ტაქსით უკან დაბრუნება. 

ფინანსური და ლოკაციური მისაწვდომობა თქვენს წვეულებას უკეთესს გახდის, როგორც თქვენი სტუმრებისთვის, ასევე თქვენთვის.

ლოკაციის არჩევა თქვენი ივენთვისთვის უამრავ ფაქტორს მოიცავს, რომლის ამოსავალიც, ბუნებრივია მისი მიზანი და დაგეგმილი აქტივობებია. 

ბინების გაქირავება წვეულების მოწყობის მიზნით საკმაოდ პოპულარულია და არჩევანიც დიდია. სწორად შერჩეული ადგილი ნახევარი საქმეა. 

თუ თქვენი არჩევანია ბინები დღიურად წვეულებისთვის, მათ მოსაძებნად მრავალფეროვანი პლატფორმა დაგჭირდებათ, სადაც შეძლებ თქვენი ყველა მოთხოვნის შესაბამისი ბინა იპოვოთ. 

გისურვებთ წარმატებულ ივენთს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.