“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის პროექტი “პანორამა თბილისი” უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. ივანიშვილის თქმით, ამ პროექტს მხოლოდ ოპოზიცია და მათი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.
“თქვენ ნახეთ, მთელი ნაციონალური მოძრაობა, აბა ნახეთ და მათგან მართული NGO-ები, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული NGO-ები. მათ უნდათ რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ რომ დაანგრიონ ქვეყანა,”- ამბობს ივანიშვილი.
“პანორამა თბილისი” რამდენიმე პროექტს აერთიანებს – სასტუმრო თავისუფლების მოედანზე გაცხადებული ღირებულებით $100 მლნ, სასტუმროები და საკონფერენციო ცენტრები სოლოლაკის მაღლობზე გაცხადებული ღირებულებით $280 მლნ და გოლფის კურორტი და სასტუმრო თაბორის მთაზე გაცხადებული ღირებულებით $74 მლნ.
Commersant.ge