ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს
19 აპრილი, 2019

თბილისი, 18 აპრილი, 2019 –ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“წევრი,ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიასთან FlyHelp–ი თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად,ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა. მომხმარებელიუბრალოდ ავსებსგანაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.

FlyHelp -ის კომპენსაცია ვრცელდება: ფრენის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შემთხვევებზე. კომპენსაციის მისაღებად მგზავრიატყობინებსFlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდამოწმებს ეკუთვნის თუ არა მომხმარებელსკომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი იღებს თანხას.

მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, ბილაინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ბილაინიმგზავრებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილურიინტერნეტი. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ბილაინის აბონენტს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. ბილაინი პირველი საქართველოში სთავაზობს მომხმარებელს როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად – ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს ჯიპიაი ჰოლდინგისსამოგზაურო დაზღვევით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.flyhelp.gewww.beeline.ge

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.