ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებული რეგიონის განვითარებისთვის NUNISI FOREST HOTEL-ი გახდა
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ახალ ნომინაციაში რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის Nunisi Forest Hotel–მა გაიმარჯვა, პროექტისტვის, რომელიც 2001 წელს დაიწყო და კურორტ ნუნისს ახალ სიცოცხლეს სძენს.
პროექტის ფარგლებში აშენდა სასტუმროები, გარემონტდა არსებული კოტეჯები და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, გაჩნდა ახალი ჰოსტელები, რომლებმაც რეგიონს გამორჩეული იერი მიანიჭა.
ნუნისი არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკის ტერიტორიზე ზღვის ზონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ამ რთულად მისადგომ ადგილას კურორტის გახსნამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივები დაასაქმა.
სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტმა 4-ვე სეზონზე შეძლოს დამსვენებლის მიღება, ამისათვის იგეგმება 120 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო მშენებლობა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, სპა/საპროცედურო ცენტრის რენოვაცია, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას და შესაბამისად დასაქმებულების რიცხვს.
შეგახსენებთ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.
business-partner.ge