ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე საექსპორტო ღვინის რეგულირების ინიციატივით გამოდის
01 თებერვალი, 2019

“არ იქნებოდა ცუდი ღვინის რეგულირება, ექსპორტის მიმართულებით”, – ამის შესახებ KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს. 

როგორც ბიზნესმენი ამბობს, რეგულაციას საჭიროებს როგორც ექსპორტის მიმართულება, ისე წარმოების განვითარებაც, თუმცა საკითხზე უფრო მეტი კონკრეტიკისგან KTW ჯგუფის დამფუძნებელმა თავი შეიკავა. 

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ქართველი მეღვინეების ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგია გააკრიტიკა. 

დავით საგანელიძემ თქვა, რომ ღვინის მწარმოებლები ერთმანეთთან საფასო კონკურენციაში შედიან და ღვინის ფასს დაბლა სწევენ, რაც მისი თქმით, არასწორია. 

ამ შეფასებაში საგანელიძეს ბიზნესმენი ჩხაიძეც ეთანხმება. 

“რეგულაციის გარეშე არ გამოვა არაფერი. ეს არის რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან, რეგულაცია დარგის მხრიდან. დარგის მარეგულირებელი ორგანო ჩვენს შემთხვევაში არის ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გულისხმობს ღვინის ასოციაციიის ფორმატში შეხვედრებს, სადაც გაერთიანებულია ღვინის მწარმოებლების დაახლოებით, 90%. ვფიქრობთ, ამ ფორმატით შეიძლება გარკვეული რეგულაციის ფორმა შემოვიდეს.
არამარტო ჩინეთი, სხვა ბაზრებზეც არ იქნებოდა ცუდი რეგულირება როგორც ექსპორტის კუთხით, ისე წარმოების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ჩხაიძემ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.